"საიდუმლოა" - რისთვის აშენებენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის თავზე დამატებით კონსტრუქციას

08.12.23 12:15
"საიდუმლოა" - რისთვის აშენებენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის თავზე დამატებით კონსტრუქციას

მთავრობის ადმინისტრაციის შენობას დამატებითი კონსტრუქცია დააშენეს. კანცელარიის ბოლო სართულზეამ დრომდე დაქირავებული მუშები მუშაობენ. ცნობილია, რომ იქ მინის გამჭვირვალე ოთახი შენდება, თუმცა რა მიზნით - ეს არავინ იცის. ინფორმაცია არც თბილისის არქიტექტურის საიტზეა განთავსებული. 

სამშენებლო სამუშაოების დეტალების გასარკვევად "რადიო თავისუფლება" დაუკავშირდა მთავრობის პრესსამსახურს, საიდანაც ოფიციალურ პასუხად მიიღეს, რომ ამ მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია საიდუმლოა.

აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას", - ეწერა კითხვების საპასუხოდ მთავრობის ადმინისტრაციიდან "რადიო თავისუფლებისთვის" გაგზავნილ წერილში.

"რადიო თავისუფლებას" თბილისის მერიაში უთხრეს, რომ საქართველოს მთავრობას აქვს საჭირო ნებართვა მიღებული, თუმცა დოკუმენტები საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი და მისი ოფიციალური წესით გამოთხოვაა საჭირო. 

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე დამატებითი კონსტრუქციის დაშენებასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ "პირველებთან" ოპოზიცია მშენებლობასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე საუბრობდა. ხელისუფლების ოპონენტებს აქვთ კითხვები, გასცა თუ არა მერიამ ღარიბაშვილის უწყებისთვის მშენებლობის ნებართვა, იძებნება თუ არა ეს დოკუმენტი თბილისის არქიტექტურის სამსახურში და რას ამბობენ მერიაში? ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ღარიბაშვილი ღრეობების მოსაწყობად სივრცეს აშენებს.

მსგავსი სიახლეები