პროკურატურის აღიარება - ბერასთვის არასასურველი კომენტარების ავტორებს ივანიშვილის დაცვა საქმეებს ურჩევდა

18.06.21 14:43
პროკურატურის აღიარება -  ბერასთვის არასასურველი კომენტარების ავტორებს ივანიშვილის დაცვა საქმეებს ურჩევდა

საქართველოს პროკურატურის აღიარება - შოთაძის უწყებამ დაადასტურა, რომ ბერა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის არასასურველი კომენტრების ავტორებს ბერას დაცვის თანმშრომლები გარჩევებს უწყობდნენ. 

პროკურორ ამირან გულუაშვილის მტკიცებით, ნოდარ მელაძის შაბათში გასული სკანდალური ჩანაწერები გაყალბებულია. 

მისი მტკიცებით, ჩანაწერები 2011-2012 წლებში, წინა ხელისუფლები პირობებშია გაკეთებული, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციაში იყო.

გამოძიების პროცესში გამოიკითხნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ ან/და სხვაგვარად იყვნენ დაკავშირებული ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო მოსმენებთან. მოწმეებმა დაადასტურეს 2011-2012 წლებში დასახელებულ პირთა მიმართ სატელეფონო მოსმენის ფაქტი და ამავე დროს თემატურად და ფრაგმენტულად გაიხსენეს საჯაროდ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში მოსაუბრე პირთა შორის წარმოებული დიალოგები.
ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2011 წლის ოქტომბერში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნისა და 2012 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთების შემდგომ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის, მათ შორის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილის მიმართ დაიწყო შავი პიარის მასიური კამპანია, რასაც თან ახლდა საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველი განცხადებების თუ შეტყობინებების გავრცელება. უსაფრთხოების მიზნით, მუქარის შემცველი შეტყობინებები დაცვის სამსახურს გადაეცემოდა, რომელსაც ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა. დაცვის სამსახური ამოწმებდა კონკრეტული ინფორმაცია იყო თუ არა რეალური საფრთხის შემცველი"- ამბობენ პროკურატურაში.

შოთაძის უწყებაში დღეს არაფერი უთქვამთ, რატომ არ მიმართეს ივანიშვილებმა პოლიციას და რატომ არ შეატყობინეს დანაშაულის შესახებ და რატომ ითავსებდა ივანიშვილის დაცვა პოლიციელების ფუნქციას. 

პროკურატურის განცხადება სრულად ნახეთ აქ