ბერამ რომ ფაქტიურად აღიარა, ესეც დადგმული იყო? - გიორგი ბარამიძე პროკურატურის განცხადებაზე

18.06.21 15:46
ბერამ რომ ფაქტიურად აღიარა, ესეც დადგმული იყო? - გიორგი ბარამიძე პროკურატურის განცხადებაზე

სასაცილოა, რომ თავად თქვეს, ჩაწერილიაო, მერე შეკოწიწებულიაო, მერე ასაკი არ ემთხვევაო - ამის შესახებ ,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პროკურატურის საპასუხოდ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

გიორგი ბარამიძემ კომენტარი პროკურატურის განცახადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასული ფარული ჩანაწერები საგამოძიებო უწყებამ არაავთენტურად მიიჩნია.

ბერა რომ გამოვიდა და ფაქტობრივად აღიარა, ესეც დადგმული იყო? სასაცილოა, რომ თავად თქვეს, ჩაწერილიაო, რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლების მიერო, მერე თქვეს, შეკოწიწებულიაო, შეთითხნილიაო, თქვეს, რომ იმ ადამიანების ასაკს არ ემთხვევაო, მერე ღარიბაშვილის ასაკს არ ემთხვევა ხმაო, შეკოწიწებულიაო - თქვა გიორგი ბარამიძემ.

პროკურატურამ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ტვ პირველის ეთერში გასული ფარული ჩანაწერები, სადაც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ, ფალსიფიცირებულია.