პროკურატურა ირწმუნება, რომ ჩანაწერი გაყალბებულია - არქივში დევს "ბერას" აღიარება (ვიდეო)

18.06.21 15:00
პროკურატურა ირწმუნება, რომ ჩანაწერი გაყალბებულია - არქივში დევს "ბერას" აღიარება (ვიდეო)

პროკურატურის მტკიცებით, ბერას, ღარიბაშვილის და ჩუბინიძის ჩანაწერი გაყალბებულია, თუმცა არსებობს საჯარო სივრცეში ბერა ივანიშვილის აღიარება, რომელმაც ტელეიმედის ეთერში აუდიო ფაილების გასაჯაროების შემდეგ თავად თქვა, რომ დედის შეურაცხყოფას არავის აპატიებს, მისი ძმაკაცების ადგილას ისიც ასე მოიქცეოდა და დააანონსა, რომ მომავალშიც იგივეს იზამს.

ივანიშვილის ვაჟი სამთავრობო არხზე ამბობდა, რომ "შავათის ეთერის" მიერ გავრცელებული ჩანაწერი 2011 წელს იყო გაკეთებული. 

მოდით, მე არც კი დავიწყებ ამაზე კამათს, ეს იყო ავთენტური, არ იყო. დაამონტაჟეს, არ დაამონტაჟეს, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მე დღესაც აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი თქვენს ეთერში, რომ მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, იცოდეს ამაზე პასუხს მოვთხოვ დღესაც. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც სხვანაირად ფიქრობს, ერთი ვაჟკაცი, ერთი ქართველი მაჩვენეთ, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის. 

ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც დედის კულტი, დედის პატივისცემა, დედის მიმართ მოწიწება საერთოდ სხვა სიმაღლეზე დგას და ეს უბრალოდ ასე არ გამოვა. მე მიაჩნია, რომ ადამიანი, ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც მისი დედა, მისი დედიკო არ უყვარს, ის უბრალოდ საცოდავი ადამიანია”, – თქვა ბერამ "იმედის" ეთერში.

მილიარდერის შვილი ირწმუნება, რომ საუბარი შედგა 2011 წლის ზაფხულში, როცა ის 16 წლის იყო.

 

 

შეგახსენებთ, რომ სკანდალური აუდიოჩანაწერი "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში 6 მარტს გავიდა. აუდიოჩანაწერში ბერა  ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს კონკრეტულ დავალებებს აძლევს, როგორ დასაჯონ ის პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მიმართ უარყოფით კომენტარებს წერენ. საუბრიდან ასევე ირკვევა, რომ "სადამსჯელო ოპერაციებს" ანზორ ჩუბინიძე პირადად ატარებდა და ანგარიშს ოლიგარქის შვილს აბარებდა. 

პროკურატურის დღეს გავეცელებული განცხადება ნახეთ აქ