საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქის მიმართ ცხინვალში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

08.12.23 18:52
საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქის მიმართ ცხინვალში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მცხოვრებლები - 1988 წელს დაბადებული გიორგი მელაძე და 1994 წელს დაბადებული დიმიტრი კორინთელი, 24 ნოემბერს უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.

საგამოძიებო მოქმედებების დროს გამოვლინდა, რომ დიმიტრი კორინთელმა თავისი უკანონო ქმედებები მობილური ტელეფონით გადაიღო“, - ვკითხულობთ განცხადებაში. მათთან ერთად დაკავებული ხვიჩა კორინთელი კი 5 დეკემბერს გაათავისუფლეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ გატაცებული ხვიჩა კორინთელი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მცხოვრები ხვიჩა და დიმიტრი კორინთელები 24 ნოემბერს, სოფლის ეკლესიიდან - წმინდა გიორგის სახელობის აძვის ეკლესიიდან გაიტაცეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გიორგობის მეორე დღეს მათთან ერთად დააკავეს  თანასოფლელი გიორგი მელაძეც. 

მსგავსი სიახლეები