სირცხვილიც სულ დაკარგეს, შეათანხმეთ მაინც ვერსიები, ქლიავებო - უგულავა პროკურატურაზე
გიგი უგულავა ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერზე პროკურატურის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
კაცო, ღარიბაშვილმა თავად არ დაადასტურა რომ მე, როგორც ქართუს ვიცეპრეზიდენტს, მართლაც "მირეკავდნენ მინისტრები, ქალაქის მერი, პრეზიდენტის დედა და მეუღლეო". ღარიბაშვილმა მხოლოდ ის უარყო, რომ ის მაშინ პრემიერი ან მთავრობის წევრი იყო. და ეს ბულულაშვილი რას ბოდავს, რაის "მილისტები". გონებასთან ერთად, სირცხვილიც სულ დაკარგეს. შეათანხმეთ მაინც ვერსიები ქლიავებო"- წერს უგულავა.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ ბერასა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შემდგარი სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ტვ პირველის ეთერში 6 მარტს გავიდა, „მოდელირებული და გაყალბებულია“.
შეგახსენებთ, რომ სკანდალური აუდიოჩანაწერი "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში 6 მარტს გავიდა. აუდიოჩანაწერში ბერა ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს კონკრეტულ დავალებებს აძლევს, როგორ დასაჯონ ის პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მიმართ უარყოფით კომენტარებს წერენ. საუბრიდან ასევე ირკვევა, რომ "სადამსჯელო ოპერაციებს" ანზორ ჩუბინიძე პირადად ატარებდა და ანგარიშს ოლიგარქის შვილს აბარებდა.