ბატონმა ბიძინამ გააფრინა, დაგვერია... ეს იყო პროკურატურის დღევანდელი სიგნალი - ნინო ჯანგირაშვილი

18.06.21 17:16
ბატონმა ბიძინამ გააფრინა, დაგვერია... ეს იყო პროკურატურის დღევანდელი სიგნალი - ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ფიქრობს, რომ პროკურატურის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების უკან "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, დგას. 

ხალხო, რა ვქნათ, ბატონმა ბიძინამ გააფრინა, დაგვერია მოგვთხოვა პასუხი, რომ აქ ვიღაცეებმა ჩემი ოჯახი რომ წაღმა-უკუღმა ახსენეს, აქამდე რას მიკეთებთ აქ და ახლა იძულებული ვართ, რაღაცა დავდოთ და ძაან კი ნუ შეიმჩნევთო. მედიას უთხრეს, თქვენ კი არ გეხებით, კაცო. მოდი, ფრედ დავამთავროთ ეს ტაიმი და გავატაროთ - ეს იყო ერთადერთი სიგნალი პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგზე- აცხადებს ჯანგირაშვილი. 

ცნობისთვის, პროკურატურაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ ბერასა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შემდგარი სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ტვ პირველის ეთერში 6 მარტს გავიდა,  „მოდელირებული და გაყალბებულია“. 

შეგახსენებთ, რომ სკანდალური აუდიოჩანაწერი "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში 6 მარტს გავიდა. აუდიოჩანაწერში ბერა  ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს კონკრეტულ დავალებებს აძლევს, როგორ დასაჯონ ის პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მიმართ უარყოფით კომენტარებს წერენ. საუბრიდან ასევე ირკვევა, რომ "სადამსჯელო ოპერაციებს" ანზორ ჩუბინიძე პირადად ატარებდა და ანგარიშს ოლიგარქის შვილს აბარებდა. 

 

მსგავსი სიახლეები