ნათელი მაგალითი, როგორ გაედინება ქართველი ხალხის ფული რუსეთის ბიუჯეტში - ნადირაძე რუსულ კატარღებზე

10.12.23 11:34
ნათელი მაგალითი, როგორ გაედინება ქართველი ხალხის ფული რუსეთის ბიუჯეტში - ნადირაძე რუსულ კატარღებზე

ნათელი მაგალითი, როგორ გაედინება ქართველი ხალხის ფული რუსეთის ბიუჯეტში, - ასე აფასებს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე შაბათის ეთერში გასულ ხმაურიან რეპორტაჟს, საიდანაც ირკვევა, რომ საზღვაო კატარღები შსს-მ რუსეთისგან იყიდა. 

ოპოზიციის წევრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ალტერნატივაც არსებობდა, მტავრობამ კატარღები მაინც ოკუპანქტი ქვეყნისგან შეიძინა. 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ბევრი ალტერნატივა ჰქონდათ, ეს კატარღები მაინც და მაინც რუსეთიდან ჩამოიტანეს და ამ რუსული კომპანიის დამფუძნებლები არიან "ეძინნაია რასსიას" ანუ პუტინის პარტიის დეპუტატები. გამომდინარე იქიდან, რომ იმყოფება რუსეთი სანქციების ქვეშ ეს ფული, თავად აღიარეს, რომ ჩაიტანეს ქეშით, ჩანთით, რუსეთის ფედერაციაში. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ გაედინება ქართველი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის ფული რუსეთის ბიუჯეტში და იმ კომპანიებში, რომლებიც საქართველოს ანექსიას ახდენენ, - ამბობს ნადირაძე. 

ტვ პირველის შაბათის ეთერის რეზონანსული გამოძიების შემდეგ ვახტანგ გომელაურის უწყება არ ამბობს, რატომ იყიდეს რუსეთისგან საზღვაო კატარღები. მელაძის შაბათმა დაადგინა, რომ მილიონამდე ლარი  რუსული კატარღების შესაძენად ოკუპანტ ქვეყანაში, ფაქტრობრივად, ჩანთით ჩაიტანეს. ქართველი ხალხის კუთვნილი ფული მთავრობამ პუტინის პარტიის ბიზნესმენებს გადასცა. 

მსგავსი სიახლეები