რუსეთიდან კატარღების შესყიდვა პირდაპირ კაპიტულაციის აქტია - თეონა აქუბარდია
რუსეთიდან კატარღების შესყიდვა პირდაპირ კაპიტულაციის აქტია, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია საუბრობს. მისი თქმით, აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ხელისუფლება რუსეთთან ერთად ფულის კეთების ბინძურ გზას ირჩევს.
მაშინ, როდესაც 2008 წელს რუსეთის აგრესიის დროს ჩვენი სანაპირო დაცვა სრულად განადგურდა და ამ მოცემულობაში, როდესაც ნატოსთან ერთად ხდება ჩვენი სანაპირო დაცვის განვითარება, ერთობლივი სამხედრო სწავლებები, რუსეთიდან კატარღების შესყიდვა პირდაპირ კაპიტულაციის აქტია და ოკუპანტთან ერთად ფულის კეთების კიდევ ერთი ბინძური გზა, - ამბობს აქუბარდია.
ტვ პირველის შაბათის ეთერის რეზონანსული გამოძიების შემდეგ ვახტანგ გომელაურის უწყება არ ამბობს, რატომ იყიდეს რუსეთისგან საზღვაო კატარღები. მელაძის შაბათმა დაადგინა, რომ მილიონამდე ლარი რუსული კატარღების შესაძენად ოკუპანტ ქვეყანაში, ფაქტრობრივად, ჩანთით ჩაიტანეს. ქართველი ხალხის კუთვნილი ფული მთავრობამ პუტინის პარტიის ბიზნესმენებს გადასცა.