რუსული კატარღები შსს-ში - "ოცნება" ამტკიცებს, რომ სანქციების გვერდის ავლას ადგილი არ ჰქონია

10.12.23 11:46
რუსული კატარღები შსს-ში - "ოცნება" ამტკიცებს, რომ სანქციების გვერდის ავლას ადგილი არ ჰქონია

შსს-ს მიერ რუსული კატარღების შეძენა - "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ სანქციების გვერდის ავლას ადგილი არ ჰქონია. შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ნებისმიერი მსგავსი ინფორმაციის გავრცელება, მხოლოდ გამიზნული დეზინფორმაციაა. 

არცერთი ფაქტი არ ყოფილა, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული ყოფილიყო სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს არის პრინციპი, რომელსაც მივყვებით ად ამ პრინციპს ვიცავთ. ამიტომ, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელშიც შეიძლება იყოს ასეთი მინიშნება, თითქოს სანქციების გვერდის ავლა ხდება, არის აბსოლუტური წინასწარ გამიზნული ტყუილი და სამწუხაროა, რომ საქართველოშ ზოგიერთი მედია, ზოგიერთი ენჯეო, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ბოლო წელიწადნახევარი დაკავებულია საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებით, - ამბობს პაპუაშვილი. 

ტვ პირველის შაბათის ეთერის რეზონანსული გამოძიების შემდეგ ვახტანგ გომელაურის უწყება არ ამბობს, რატომ იყიდეს რუსეთისგან საზღვაო კატარღები. მელაძის შაბათმა დაადგინა, რომ მილიონამდე ლარი  რუსული კატარღების შესაძენად ოკუპანტ ქვეყანაში, ფაქტრობრივად, ჩანთით ჩაიტანეს. ქართველი ხალხის კუთვნილი ფული მთავრობამ პუტინის პარტიის ბიზნესმენებს გადასცა.  

მსგავსი სიახლეები