"დეზინფორმაციაა" - პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ შსს-ს კატარღები რუსეთისგან არ შეუძენია

10.12.23 17:20
"დეზინფორმაციაა" - პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ შსს-ს კატარღები რუსეთისგან არ შეუძენია

პარლამენტის თავმჯდომარე  ამტკიცებს, რომ შსს-ს კატარღები რუსეთისგან არ შეუძენია. შალვა პაპუაშვილი ტვ პირველის მიე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ირწმუნება, რომ კატარღები ძალოვანმა უწყებამ ქართული კომპანიისგან შეიძინა. 

"ტყვ პირველი" რატომ ცდილობს საქართველოს რეპუტაციის შელახვას, რატომ ცდილობს რეპუტაციის დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოს სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ. ზოგადად, არსებობს ტყუილის პრეზუმცია მედიის მხრიდან და რა თქმა უნდა, კრიტიკულად ვუყურებთ ხოლმე ამ მომენტებს, თუმცა რაც შეეხება თავად ამ საკითხს, არანაირი შესყიდვა რუსეთიდან კატარღების არ განუხორციელებია შსს-ს. შსს-მ კატარღების მოწოდებისთვის გამოაცხადა ტენდერი, ტენდერში მონაწილეობას იღებდნენ ქართული კომპანიები, გაიმარჯვა ქართულმა კომპანიამ, იმ კომმპანიამ, რომელიც ამერიკული კომპანიის წარმომადგენელია საქართველოში და მათ შორის, მათ მოახდინეს ამ კატარღების აწყობა და მიწოდება და მათ შპრის, ამერიკული დეტალებიც არის შიგნით გამოყენებული, - ამბობს პაპუაშვილი. 

ტვ პირველის შაბათის ეთერის რეზონანსული გამოძიების შემდეგ ვახტანგ გომელაურის უწყება არ ამბობს, რატომ იყიდეს რუსეთისგან საზღვაო კატარღები. მელაძის შაბათმა დაადგინა, რომ მილიონამდე ლარი  რუსული კატარღების შესაძენად ოკუპანტ ქვეყანაში, ფაქტრობრივად, ჩანთით ჩაიტანეს. ქართველი ხალხის კუთვნილი ფული მთავრობამ პუტინის პარტიის ბიზნესმენებს გადასცა. 

მსგავსი სიახლეები