შავი ფული და შავი ბუღალტერია კვიპროსის კლუბში რომ არის, ვიცით, „ოცნებაში“ სად არის მაჩვენეთ - "ოცნება" პარტიების დაფინანსების შეზღუდვაზე

11.12.23 13:47
შავი ფული და შავი ბუღალტერია კვიპროსის კლუბში რომ არის, ვიცით, „ოცნებაში“ სად არის მაჩვენეთ - "ოცნება" პარტიების დაფინანსების შეზღუდვაზე

პარტიების დაფინანსება იზღუდება - მმართველ გუნდში პრობლემას ვერ ხედავენ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განხილვაში და ოპონენტების ბრალდებებს კრიტიკით პასუხობენ.

როგორც მმართველი პარტიის დეპუტატი გივი მიქანაძე ამბობს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებები, რომ "ქართულ ოცნებას" "შავი ბუღალტერია" აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. 

შავი ფული და შავი ბუღალტერია კვიპროსის კლუბში რომ არის, მგონი, ყველამ ვიცით, „ოცნებაში“ სად არის მაჩვენეთ და კვიპროსში რომ არის, უკვე ყველამ გაიგო და ამ ფულის გამოა, რომ დახოცეს ერთმანეთი და გადაეკიდნენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ხაბეიშვილი-მელია და კიდევ ათასი დაჯგუფება. ამიტომ როცა შავ ფულზე და შავ სალაროზეა საუბარი, მგონი, ადრესატი შეგეშალათ და ენმ-ის რომ მიაკითხოთ ამ კითხვით სწორი იქნება,“ - ამბობს გივი მიქანაძე.

„ქართული ოცნების“ შავ ფულზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ, ნამდვილი, დადასტურებული შავი ფულები, რომელიც სხვა პარტიების ყულაბებში ჩადის და ქართულ ოცნებას ასეთი ჯერ არ დადასტურებია. ეს არ არის ხელისუფლების ინიციატივა და სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის არავითარი მიზანი არ დევს. ოპოზიცია თუ აკრიტიკებს, დაარწმუნონ პარტნიორები, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანია და კი ბატონო, ჩვენ არ გვაქვს პრობლემა,“ - ამბობს ბექა დავითულიანი.

ოპოზიციისთვის დაფინანსების წყაროების ჩაკეტვას "ქართული ოცნება" ჩქარობს - პარლამენტი სასწრაფო წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწრიულების გაკეთებას უკრძალავს. პროექტს ხვალ პარლამენტის სესიაზე პირველი მოსმენით დაამტკიცებენ. 

მსგავსი სიახლეები