მხარდაჭერა ჩეხეთის პრეზიდენტის სწორი დიპლომატიური ხედვიდან გამომდინარეობს და არა ზურაბიშვილის დამოკიდებულებიდან - ვოლსკი

11.12.23 16:55
მხარდაჭერა ჩეხეთის პრეზიდენტის სწორი დიპლომატიური ხედვიდან გამომდინარეობს და არა ზურაბიშვილის დამოკიდებულებიდან - ვოლსკი

"თუკი ჩეხეთის პრეზიდენტი ამბობს იმას, რომ მხარდაჭერაზე იყო ლაპარაკი, ეს ჩეხეთის პრეზიდენტის სწორი დიპლომატიური და პოლიტიკური ხედვიდან გამომდინარეობს და არა სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებიდან," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკი პრეზიდენტის ჩეხეთში ვიზიტს და ჩეხ კოლეგასთან შეხვედრას ეხმაურება, საიდანაც გაირკვა, რომ ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველს სურს 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომამდე მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს. 

ვოლსკის შეფასებით, ჩეხეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სალომე ზურაბიშვილის დამსახურება არ არის. 

თუკი ჩეხეთის პრეზიდენტი ამბობს იმას, რომ მხარდაჭერაზე იყო ლაპარაკი, ეს ჩეხეთის პრეზიდენტის სწორი დიპლომატიური და პოლიტიკური ხედვიდან გამომდინარეობს და არა სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებიდან, რომელიც გაჟღერებული იყო 26 მაისის პარადზე, სრულიად შემარცხვენელი, არაობიექტური, დამაზიანებელი და უზნეო, როდესაც მან მიმართა ახალგაზრდებს, ახალწვეულებს, რომლებიც ფიცის დასადებად იყვნენ მოსულები. მისი განცხადებები ცნობილია, ვერავინ იტყვის, რომ შეიცვალა პოზიცია,“ - ამბობს ვოლსკი.

გიორგი ვოლსკის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის ჩეხეთში ვიზიტის მიზანი საზოგადოებაში მთავრობისადმი ნდობის შემცირება წარმოადგენს. 

კონსტიტუციის დამრღვევად წოდებული ადამიანის მიერ ჩეხეთში მოგზაურობა რასაკვირველია, არ წაადგება საქართველოს პოლიტიკურ იმიჯს და დამაზიანებელია.
აქ მთავარი მიზანია, ევროკავშირმა ეს გადაწყვეტა, რომ საქართველო იმსახურებს და არა იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილის ანტისამთავრობო მოხსენებებით გამოდიოდა სხვადასხვა ფორმატში და შეხვედრებზე
დღეს მისი ამოცანა სხვაა, რომ შექმნას საზოგადოებაში ატმოსფერო, რომ აქ კონსტიტუციის დარღვევას არანაირი შედეგი არ შეიძლება მოჰყვეს... საერთოდ საქართველოს მმართველობასთან დაკავშირებით შექმნას ისეთი განწყობა, რომელიც ეწინააღმდეგება იმ რეალობას, რასაც სტაბილურობა ჰქვია. შენ აქედან საზოგადოებას სთავაზობ სტაბილურობის, განვითარების გარანტიას და კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრად შემდგარი სალომე ზურაბიშვილის სთავაზობს განსხვავებულს, ამასთან არის დაკავშირებული მისი ვიზიტი და არა იმ რწმენასთან რომ ის რამეს უკეთესობისკენ შეცვლის. მისი პოლიტიკური გეგმა, ამოცანა დავალებაა ასეთი, რომ შექმნას გარემო, როდესაც საქართველოში საზოგადოებას არ ექნება განცდა სტაბილურობის, რაც უზრუნველყო თავის ყოველდღიური მუშაობით მთავრობამ,“ - ამბობს ვოლსკი.

მსგავსი სიახლეები