პარტნიორებმა იციან, რომ ზურაბიშვილი ახმოვანებს მოსახლეობის პოზიციას, "ოცნება" ახმოვანებს კრემლის ინტერესებს - ბუაძე

11.12.23 17:03
პარტნიორებმა იციან, რომ ზურაბიშვილი ახმოვანებს მოსახლეობის პოზიციას, "ოცნება" ახმოვანებს კრემლის ინტერესებს - ბუაძე

"პარტნიორებმა კარგად იციან, რომ "ქართული ოცნება" ევროინტეგრაციასთან მიმართებაში არ გამოხატავს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას და განწყობას, ეს აშფოთებს სწორედ ხელისუფლებას", - ამ განცხადებას "ლელოს" დეპუტატი საკრებულოდან საბა ბუაძე აკეთებს.

ბუაძე სალომე ზურაბიშვილის ჩეხ კოლეგასთან შეხვედრას და მიღებულ დაპირებას გამოეხმაურა, რომ ჩეხეთი დაუჭერს საქართველოს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას. ბუაძის შეფასებით, ჩეხეთში ვიზიტზე პასუხად "ქართული ოცნების" მხრიდან სალომე ზურაბიშვილზე მიტანილი ახალი იერიში, მხოლოდ ნიშნავს იმას, რომ მასთან კონკურენციას გრძნობენ.

ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ სალომე ზურაბიშვილი ახმოვანებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური მოსახლეობის პოზიციას და ამავდროულად, ჩვენმა პარტნიორებმა იციან, რომ "ქართული ოცნება" ახმოვანებს კრემლის და პუტინის რუსეთის ინტერესებს და კარგად იციან, რომ "ქართული ოცნება" ევროინტეგრაციასთან მიმართებაში არ გამოხატავს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას და განწყობას, ეს აშფოთებს სწორედ ხელისუფლებას და ეს იწვევს მათ პანიკურ აგონიას, სადაც ისინი თავს ესხმიან, ვისთანაც გრძნობენ კონკურენციას,“ - ამბობს საბა ბუაძე.

მსგავსი სიახლეები