იმედია, არ იტყვიან, რომ ახლა პრეზიდენტი სისხლის სამართლებრივად უნდა დავსაჯოთ, რომ ნებართვის გარეშე შეხვდა ჩეხეთის პრეზიდენტს - მანჯგალაძე

11.12.23 17:06
იმედია, არ იტყვიან, რომ ახლა პრეზიდენტი სისხლის სამართლებრივად უნდა დავსაჯოთ, რომ ნებართვის გარეშე შეხვდა ჩეხეთის პრეზიდენტს - მანჯგალაძე

"იმედია, რომ ახალ ცირკს და სანახაობას არ მოაწყობენ და არ იტყვიან, რომ ახლა პრეზიდენტი სისხლის სამართლებრივად უნდა დავსაჯოთ, რომ ჩვენი ნებართვის გარეშე შეხვდა ჩეხეთის პრეზიდენტს," - ამ განცხადებას "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აკეთებს.

მანჯგალაძე სალომე ზურაბიშვილის ჩეხეთში ვიზიტს, კოლეგასთან შეხვედრას და მიღებულ დაპირებას ეხმაურება

კიდევ დადასტურდა იმპიჩმენტის აბსურდულობა, იმიტომ, რომ პრეზიდენტი დასაჯო იმის გამო, რომ ევროპაში ინტეგრაციის პროცესს, ანუ ქართველი ხალხის ნებას ეხმარება, სისულელეა. მერე უარესი თქვეს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, კონსტიტუციის დარღვევა არისო, იმედია, რომ ახალ ცირკს და სანახაობას არ მოაწყობენ და არ იტყვიან, რომ ახლა პრეზიდენტი სისხლის სამართლებრივად უნდა დავსაჯოთ, რომ ჩვენი ნებართვის გარეშე შეხვდა ჩეხეთის პრეზიდენტს,“ - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები