მალე პროკურატურასთან ხალხის რიგები დადგება - ნოდარ მელაძე ივანიშვილის მსხვერპლებზე

18.06.21 18:16
მალე პროკურატურასთან ხალხის რიგები დადგება - ნოდარ მელაძე ივანიშვილის მსხვერპლებზე

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსს აინტერესებს, რატომ არ დაკითხა პროკურატურამ ის ხალხი, ვინც სკანდალური საგამოძიებო სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ გამოვიდა და ალაპარაკდა ბერა ივანიშვილის მხრიდან ჩადენილ რეპრესიებზე.

ნოდარ მელაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ აქვს კომუნიკაცია ბევრ ახალ მოწმესთან, ვისაც ბერა ივანიშვილის რისხვა შეეხო. ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მალე პროკურატურასთან გამოსაკითხი ხალხის რიგები დადგეს.

 

შაბათის ეთერის საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ მთელი სერია ადამიანებისა გამოვიდა და იყო კამპანია, რომ მეც ვიყავი მსხვერპლი, მაინტერესებს, ეს ადამიანები თუ დაკითხეს? საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადება, მით უმეტეს, მედიაში, გამოძიების დაწყების საფუძველია, დაიწყო პროკურატურამ ამ თემაზე გამოძიება? არ დაუწყია.

 დღეს კომუნიკაცია მქონდა კიდევ რამდენიმე ადამიანთან, რომელთაც აქვთ კოშმარული ისტორიები, რეკეტის, ტერორის და სიცოცხლის მოსპობის. ამ ადამიანებს ჩვენ ვთხოვთ ინტერვიუს დიდი ხანია, რამდენიმე მათგანი საქართველოში არ იმყოფება, ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ სარდაფის ინციდენტი მონაგონია.

 ეს ადამიანები შეშინებული არიან, რადგან ვისი სახელითაც გარეკეტებენ, იმ ადამიანის მამა ხელისუფლებაშია და არ გაქვს გამოძიების იმედი.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ პროკურატურასთან რიგი არ დადგება -განაცხადა ნოდარ მელაძემ.

დღეს პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ტვ პირველის ეთერში გასული სკანდალური აუდიოჩანაწერი ფალსიფიცირებულია და დანაშაულს ადგილი არ ჰქონდა. 

მსგავსი სიახლეები