გახარია პაპუაშვილზე: გამოდის რაღაცას ბოდიალობს, სისულელეებს, წარმოდგენა არ აქვს ქვეყანაში გადაწყვეტილება როგორ მიიღება

11.12.23 19:18
გახარია პაპუაშვილზე: გამოდის რაღაცას ბოდიალობს, სისულელეებს, წარმოდგენა არ აქვს ქვეყანაში გადაწყვეტილება როგორ მიიღება

"პარლამენტმა უარი თქვა, რომ თანამდებობის პირებს დეკლარაციის ვალდებულება ჰქონოდა და ამ პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის რაღაცას ბოდიალობს, სისულელეებს," - ასე ეხმაურება პარლამენტის გადაწყვეტილებას პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არის. 

გახარია საუბრობს რამდენიმე კანონპროექტზე, რომელიც პარტიამ "საქართველოსთვის" დაარეგისტრირა პარლამენტში, მათ შორის წარადგინეს ელიტური კორუფციის აღმოფხვრის მიზნით საკანონმდებლო ინიციატივა, სადაც ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესში ცვლილების შეტანას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. 

როგორც გახარია ამბობს, ქონებრივი დეკლარაციების შევსების არეალის გაფართოება კორუფციასთან ბრძოლაში დაეხმარებოდა სახელმწიფოს, რადგან გამჭვირვალე იქნებოდა ნათესავების შემოსავლებიც.

როგორც გიორგი გახარია ამბობს, პარლამენტმა მათი არცერთი წინადადება არ დააკმაყოფილა, რომელიც პარტიამ დაარეგისტრირა, მათ შორის არც ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა.  

პარლამენტში მოვითხოვეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა ქოლ-ცენტრების გამოძიებისთვის, მეორე, მოვითხოვეთ, მთავრობის წევრებისა და საჯარო მოხელეების ვალდებულება, რომ ამ ქონებრივ დეკლარაციებში არა მარტო თვითონ, არამედ უახლოესი ნათესავებიც აღრიცხონ, იმიტომ, რომ აგერ იყო მაგალითი მამის, ოჯახის წევრების, დების, ამის საშუალებით ხდება - სულელი აქ არავინ არ არის და საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა, რომ თანამდებობის პირებს დეკლარაციის ვალდებულება ჰქონოდა არა მხოლოდ თავიანთი პირადი, არამედ უახლოესი ნათესავების და ამ პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის რაღაცას ბოდიალობს, სისულელეებს, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ქვეყანაში გადაწყვეტილება როგორ მიიღება, ახლოს არ მიუშვებენ. რა თქმა უნდა, დღევანდელ გაჭირვებულ საქართველოში, რომელშიც ყოველწლიურად სოციალურად დაუცველთა რაოდენობა იზრდება და საქართველოში, სადაც ადამიანები გარბიან, მეორე მხრივ, ვიღაც გამოდის და ამბობს, რომ ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს - სტატისტიკურად რომ შეხედავ ეს დასტურდება, მარტივი კითხვა იბადება, სად მიდის ეს დოვლათი. მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ საქართველოსნაირ ქვეყანაში, ნებისმიერი ფორმის კორუფცია, უბრალოდ, ამორალური, არაკანონიერი ან დანაშაული კი არ არის, ქვეყნის დანაშაულია,“ - ამბობს გახარია.

მსგავსი სიახლეები