ხვალ ეთერში გადის გამოძიება, რომელიც ღარიბაშვილისთვის არასასურველია - ნოდარ მელაძე

18.06.21 18:36
ხვალ ეთერში გადის გამოძიება, რომელიც ღარიბაშვილისთვის არასასურველია - ნოდარ მელაძე

ნოდარ მელაძე ტვ პირველის გამომძიებელთა გუნდის  მორიგ საგამოძიებო რეპორტაჟს აანონსებს.  გადაცემის ავტორის თქმით, ეთერში ღარიბაშვილისთვის არასასურველი მასალები გავა. 

ხვალ იციან, რომ ეთერში გადის გამოძიება, რომელიც ალბათ პრემიერ-მინისტრისთვის ძალიან არასასურველი გამოძიებაა, ღამის 12 საათზე დაიდება ანონსი და  საქმე ეხება უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრებს, ერთს არა, ბევრს. შესაბამისად, ეს ღარიბაშვილისთვის არასასურველია, ამ ყველაფრის ნახვა მით უმეტეს, ამ ჟურნალისტურ გამოძიებაზე დამაგრებულია ძალიან ბევრი  ვიდეო მტკიცებულება თავისი კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით", - თქვა ნოდარ მელაძემ. 

"ნოდარ მელაძის შაბათის" მორიგი ჟურნალისტური გამოძიება ეთერში ხვალ, 20:00 საათზე გავა.  გადაცემის ანონსი ტვ პირველი Facebook გვერდზე  დღეს ღამის 12 საათზე დაიდება. 

მსგავსი სიახლეები