ქართულ სამრევლოს რომში ,,სან სალვატორე აიმონტის" ეკლესია გადაეცა

18.06.21 19:26
ქართულ სამრევლოს რომში ,,სან სალვატორე აიმონტის" ეკლესია გადაეცა

ვატიკანში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველად მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს, რომლის პირველი შედეგია ის, რომ ქალაქ რომის ქართულ სამრევლოს ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით „სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესია გადაეცა, სადაც წირვა-ლოცვა წლების განმავლობაში ქართულად აღევლინებოდა.

ვიზიტის დროს გადაწყდა ისიც, რომ ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფო გადაუდებელი და იშვიათი შემთხვევებისას, ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით გამონაკლისის სახით, საქართველოს დახმარებას გაუწევს. აღნიშნულ შეთანხმებას დღეს ვატიკანში, საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ოფიციალური ვიზიტისას ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოსთან მიაღწია. 

ქართველი ექიმები და ბიოლოგები ვატიკანის ბავშვთა საავადმყოფოს „ბამბინ ჯეზუ" ბაზაზე, რომში რამდენიმე კვირიან გადამზადებას გაივლიან. 

ქართული კულტურისა და მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის მიზნით ვატიკანში, პრეზიდენტის სახელით, მიღება გაიმართა.

მიღება რომში, კანცელარიის სასახლეში ანსამბლ „ბასიანის" მონაწილეობით ჩატარდა.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ვატიკანში 16 ივლისს დაიწყო.

 

მსგავსი სიახლეები