"თაღლითი, უზრდელი და ჭორიკანა" - მდინარაძე გახარიაზე
"თაღლითი, უზრდელი და ჭორიკანა" - ასე პასუხობს "ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე მმარელი პარტიის წევრების მიმართ ექსპრემიერის განცხადებებს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ გიორგი გახარიამ უკადრებელი იკადრა.
ადამიანმა, რომელმაჩ უღალატა თავის გუნდს, დამსახურებლად მიიღო მოღალატის სტატუსი. ასევე, მან იკადრა არაერთი ტყუილის თქმა და დამსახურებულად უწოდეს მას, არა მხოლოდ ჩვენი გუნდის წევრებმა, "თაღლითი" და ამას ახლა თავისივე ნებით დამეატა სიტყვა "უზრდელი". რა აღწერს მის პიროვნებას, განსაკუთრებით როგორც პოლიტიკოსს, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ და რაც არ უნდა გავემიჯნო, ვიღაცამ, რაღაც ჩემთვის მიუღებელი გააკეთოს, როგორ ვიკადრებ, გამოვდგე და ჭორიკანა ადამიანივით ვლანძღო და ყველა სიტყვა ვისროლო ასე, ყოველგვარი ემოციის გარეშე. ამას კადრება უნდა. ის კადრულობს ყველაფერს, რაც ადამიანმა არ უნდა იკადროს, - ამბობს მდინარაძე.
გიორგი გახარია აქამდე მის ყოფილ თანამებრძოლებს საეჭვო გარიგებებში ადანაშაულებდა, გუშინ კი უკვე თქვა, რომ "ოცნების" ლიდერების ნაწილს იმდენი აქვს მოპარული, რომ ქურდობის მასშტაბის უკვე თავადაც ეშინიათ.