გაქვთ რუსეთის დიდი გავლენა, მთავრობა, რომელიც არ მიჰყვება რეკომენდაციებს, ამიტომ არჩევნებზე აქტიური ჩართულობაა საჭირო - კრამონი
"საქართველოს მოქალაქეებმა უნდა შეადარონ რა გაქვთ ახლა - რუსეთის დიდი გავლენა, მთავრობა, რომელიც არ მიჰყვება ევროკომისიის რეკომენდაციებს და ა.შ. ამიტომაცაა არჩევნებზე აქტიური ჩართულობა საჭირო," - ამ სიტყვებით მიმართავს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მოქალაქეებს.
როგორც "პირველებთან" ინტერვიუში ევროპარლამენტარი ამბობს, საქართველო ისტორიული გადაწყვეტილების წინაშეა, საპარლამენტო არჩევნები კი ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაწილია. როგორც კრამონი ამბობს, ევროპარლამენტარები არჩევნებზე დასაკვირვებლად მზაობას გამოხატავენ და ახლა მხოლოდ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ მიწვევას ელოდებიან.
ევროდეპუტატი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის როლზე საუბრობს და ამბობს, რომ სრული სურათის მისაღებად, მხოლოდ არჩევნების დღეს დაკვირვება არასაკმარისია.
საქართველოს ისტორიული მომენტი აქვს, ჩვენ ველოდებით მთავრობისგან ამ პირობების შესრულებას. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა შეადარონ რა გაქვთ ახლა - რუსეთის დიდი გავლენა, მთავრობა, რომელიც არ მიჰყვება ევროკომისიის რეკომენდაციებს და ა.შ. ამიტომაცაა არჩევნებზე აქტიური ჩართულობა საჭირო. ჩვენ ევროპარლამენტი უზრუნველვყოფთ იმას, რომ არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ სრულიად საარჩევნო კამპანიას დავაკვირდეთ. სადამკვირვებლო მისიები, ეუთო/ოდირი ქართულ არჩევნებს დააკვირდება - ეს იქნება არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ისინი იქნებიან ყველა წერტილში, დააკვირდებიან მედია გარემოს, ყველაფერი მომზადებულია, მთავრობისგან მხოლოდ მოწვევაა საჭირო, ჩვენ ევროპარლამენტარები ჩამოვალთ, დავაკვირდებით არჩევნებს და ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ პროცესში,“ - ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.
ევროდეპუტატები "პირველებთან" ინტერვიუში პირდაპირ ამბობენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ევროკავშირისთვის წითელი ხაზია - "თუ არჩევანი არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, არ იქნება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები".
ისტორიული გადაწყვეტილებამდე სამი დღით ადრე ოპოზიცია სტრასბურგში შეხვედრებს იწყებს. პარტია "ლელოს" ლიდერები მოლაპარაკებებს ევროპარლამენტარებთან და ევროპული სტრუქტურების ლიდერებთან გამართავენ. მთავარი თემა კანდიდატის სტატუსი და გადამწყვეტი არჩევნები იქნება.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“