ფეხს არ მოვიცვლით, ვიდრე კონკურსის ჩატარების კონკრეტული თარიღი არ იქნება ცნობილი - მაია ეკალაძე
პროტესტის მონაწილე პედაგოგები ამბობენ, რომ განათლების მინისტრისგან კონკურსები ჩანიშვნის შესახებ დაპირება მიიღეს. დირექტორობის კანდიდატი მაია ეკალაძე, რომელიც უსამართლობას უკვე თითქმის ერთი კვირაა განათლების სამინისტროსთან აპროტესტებს, ამბობს, რომ მათ სიმართლეში მთავორბა იმტავითვე დარწმუნებული იყო, თუმცა ამას არ აღიარებდა.
ეკალაძე ამბობს, რომ პროტესტ იქამდე არ შეწყვეტს, ვიდრე კონკურსის ჩატარების კონკრეტული თარიღი არ იქნება ცნობილი.
ნამდვილად არ ვართ ჩვენ დეზინფორმატორები და ეს გააწყვეტილებაზეც ძალიან კარგად გამოჩნდა. ჩვენ ძალიან კარგად გვიცნობენ, ყველაფერი იციან ჩვენს შესახებ და იციან, რომ ჩვენს მხარეს დგას სიმართლე. რას იტყუვიან, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია უკვე. ნამდვილად ვერავინ გვამრთავს ჩვენ, მასწვალებლებს.
აი, ამ ადგილიდან ფეხს არ მოვიცვლი, სანამ კონკრეტულ თარიღებზე არ დაგველაპარაკებიან. 2 თვე სკოლისთვის არის ბევრი. 6 თვეა ვითხოვთ ამას, 6 თვეა უდირექტოროდ არიან სკოლები. ისეთი დირექტორების ხელში არიან, რომლებმაც 12, 18, 16 წელი იმუშავეს დირექტორებად და გამოცდა ვერ ჩააბარეს, შესაბამისად, ეს საკითხი სწრაფად უნდა დასრულდეს. ჩვენ მოქმედების ხალხი ვართ, ჩვენ არ ვართ სიტყვის ხალხი მხოლოდ და მხოლოდ, - ამბობს ეკალაძე.
შეგახსენებთ, რომ პედაგოგები უკვე ერთი კვირაა დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას და შედეგებს აპროტესტებენ.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი ამილახვარის მუშაობით კმაყოფილია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა "ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის" პრეზენტაციასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, განათლების მინისტრისა და სამინისტროს წინააღმდეგ "მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს".
დღესვე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი იმ 1000-მდე სკოლაში, სადაც დირექტორების არჩევა არ მოხდა.
განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამ-ოთხ თვეში დარჩენილ სკოლებს ახალი დირექტორები ეყოლებათ.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“