"ოცნების" საგანგებო შეკრება - მმართველი გუნდი ბორჯომში შეხვედრას მართავს

19.06.21 11:18
"ოცნების" საგანგებო შეკრება - მმართველი გუნდი ბორჯომში შეხვედრას მართავს

"ოცნების" საგანგებო შეკრება ამ წუთებში ბორჯომში  სასტუმრო "ბორჯომი-ლიკანში" იმართება. პარტიის ყველა წევრი შეხვედრაზე "ოცნების"  პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიწვია. შესვლამდე პარტიის წევრებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში დაკავებული პოზიციის მიხედვით მეოთხე პირად ითვლება. სხდომის მოწვევის უფლებამოსილება პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს აქვს.