მინისტრები წარმოადგენენ ხედვებს გრძელვადიან გეგმაზე - მდინარაძე შეკრების მიზეზს განმარტავს

19.06.21 11:28
მინისტრები წარმოადგენენ ხედვებს გრძელვადიან გეგმაზე - მდინარაძე შეკრების მიზეზს განმარტავს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, ბორჯომში პარტიის სსაგანგებო შეკრება გრძელვადიანი განვითარების გეგმასა და პარლამენტში პრემიერის გამოსვლას უკავშირდება. მდინარაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ სხდომაზე საკადრო ცვლილებებს განიხილავენ.

სამუშაო ფორმატში გავივლით დღეს დეტალს, მინისტრები და პრემიერ-მინისტრი წარმოადგენენ თავის ხედვებს გრძელვადიან განვითარების გეგმასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით გვექნება დისკუსია. ამის შემდეგ ნახავთ პრემიერის გამოსვლას პარლამენტში და ამ გამოსვლის წინ სამუშაო შეხვდრას ვმართავთ", - მამუკა მდინარაძე.

მსგავსი სიახლეები