"ველოდები ზურაბიშვილისგან აღიარებას" - პაპუაშვილის ულტიმატუმი პრეზიდენტს

13.12.23 14:00
"ველოდები ზურაბიშვილისგან აღიარებას" - პაპუაშვილის ულტიმატუმი პრეზიდენტს

შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილისგან აღიარებას ითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის დაანონსებულ ღონისძიებაზე იმ შემთხვევაში მივა, თუ ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს წერილობით აღიარებს.  განცხადება პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ მედიასთან გააკეთა.  

არ ვაპირებ მისვლას. მე მივიღე წერილი მოწვევის, თუმცა ერთადერთი წერილი, რომელსაც მე ველოდები ქალბატონი სალომესგან, არის წერილი, სადაც ეწერება, რომ ის დღესი იქით აღარ დაარღვევს კონსტიტუციას. მანამ, სანამ ასეთი წერილი და განცხადება არ იქნება, რომ ის ხელს ირებს კონსტიტუციის დარღვევისგან მომავალში, რა თქმა უნდა, ასეთი მოწვევები არის შეუსაბამო. ადამიანი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას, კარგავს მორალურ უპირატესობას ასეთი ღონისძიებების ორგანიზების. ჩვენ გვაქვს პოზიტირი შეფასბეა, რომლის საფუძველზეც ჩვენ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს და არა იმს სოფლის მაშენებლების ესთეტიკით, რომლიტაც, სამწუხაროდ, ქალბატონი სალომეც არის დაკავებული, - ამბობს პაპუაშვილი. 

ზუსტად 9 საათში მოვლენების ეპიცენტრი ათონელის რეზიდენცია გახდება. პრეზიდენტი ზურაბიშვილი სასახლეში ყველა პოლიტიკურ ლიდერს ელოდება, თუმცა ზურაბიშვილი ევროპულ კამპანის "ოცნებამ" ბოიკოტი გამოუცხადა 

მსგავსი სიახლეები