ნაცმოძრაობის პრეზიდენტის ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებთ - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე მისვლას არ აპირებს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ზურაბიშვილი ახლა მხოლოდ ნაცმოძრაობის პრეზიდენტია და უმრავლესობა მას აღარ ენდობა.
მოწვევა მივიღე, თუმცა არავინ ვაპირებთ ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას. სალომე ზურაბიშვილი გახდა ნაცმოძრაობის პრეზიდენტი. თქვენ იცით, რომ მას აღარ ენდობა საპარამენტო უმრავლესობა. პარლამენტში 80-ზე მეტმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა მის იმპიჩმენტს. ერთაერთი, ნაცმოძრაობის ხმებით რჩება ის საქართველოს პრეზიდენტი. სინამდვილეში, ის უკვე არის არა საქართელოს პრეზიდენტი, არამედ არის ნაცმოძრაობის პრეზიდენტი. აქვთ საკუთარი ეტიკეტი და ისინი ვალებულნი არიან მივიდნენ სახელმწიფოს მეთაურთან, იმიტომ, რომ ფორმალურად მაინც სალომე ზურაბიშვილი არის სახელმწიფოს მეთაური, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
ზუსტად 9 საათში მოვლენების ეპიცენტრი ათონელის რეზიდენცია გახდება. პრეზიდენტი ზურაბიშვილი სასახლეში ყველა პოლიტიკურ ლიდერს ელოდება, თუმცა ზურაბიშვილი ევროპულ კამპანის "ოცნებამ" ბოიკოტი გამოუცხადა.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“