საუბრები არსებობდა, რომლისგანაც შემდეგ მონტაჟი მოხდა - მდინარაძე სკანდალურ ჩანაწერებზე
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პროკურატურის ვერსიას ენდობა და ამბობს, რომ ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის ჩაწერილი საუბრები ფაბრიკაციაა. მდინარაძის თქმით, საუბრები პრემიერ მინისტრსა და ოლიგარქის ვაჟს შორის შედგა, თუმცა მონტაჟმა კონტექსტი შეცვალა.
სანამ პროკურატურა ამ ვერსიას გაახმოვანებდა, მე პირადად, როგორც ერთი ადამიანი, რაც არ უნდა სუბიექტურად ჩათვალოს ვინმემ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იყო ფაბრიკაცია. რა თქმა უნდა საუბრები არსებობდა, რომლისგანაც შემდეგ მონტაჟი მოხდა.ასეთ საუბრები რომ არ ყოფილიყო მონტაჟი ვერ მოხდებოდა, მაგრამ მონტაჟი იცით, რომ აბსოლუტურად ცვლის კონტექსტს", - ამბობს მდინარაძე.
შეგახსნებეთ, რომ გუშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ ტვ პირველის ეთერში გასული სკნადალური აუდიოჩანაწერები ფაბრიკაციაა, თუმცა საგამოძიებო უწყებამ დაადასტურა, რომ ბერასთვის არასასურველი კომენტარების ავტორებს ივანიშვილის დაცვა საქმეებს ურჩევდა.
შეგახსენებთ, რომ აუდიოჩანაწერი ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა მოიპოვა და ტვ პირველის შაბათის ეთერში 6 მარტს გავიდა. აუდიოჩანაწერში ბერა ირაკლი ღარიბაშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს კონკრეტულ დავალებებს აძლევს, როგორ დასაჯონ ის პირები, რომლებიც ბერა ივანიშვილის მიმართ უარყოფით კომენტარებს წერენ. საუბრიდან ასევე ირკვევა, რომ "სადამსჯელო ოპერაციებს" ანზორ ჩუბინიძე პირადად ატარებდა და ანგარიშს ოლიგარქის შვილს აბარებდა.