მივესალმები, თუ სააკაშვილს მიეცემა შესაძლებლობა, შეუერთდეს ამ ერთსულოვნებას - სამადაშვილი
"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი რეზიდენტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე მივა. ოპოზიციის წევრის თქმით, ქვეყნისთვის ისტორიული გააწყვეტილების წინ, მნიშვნელოვანია ერთსულოვნების დემონსტრირება.
ამასთან, სამადაშვილი ამბობს, რომ მიესალმება თუ სააკაშვილი ამ ერთსულოვნებას შეუერთდება.
მე დავესწრები ამ ღონისძიებას პირველ რიგში იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ დღეს არის სრული ერთსულოვნება ჩვენი ევროპული არჩევანის და ამ ერთსულოვნებაში არ მონაწილეობს მხოლოდ რუსული მმართველი რეჟიომი. ასევე, ვფიქრობ, რომ არც თუ მცირე წვლილი მაქვს შეტანილი, ზოგადად, ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების შექმნაში. მივესალმები თუ პრეზიდენტ სააკაშვილს მიეცემა შესაძლებლობა შეუერთდეს ამ ერთსულოვნებას, იმიტომ, რომ შეიძლება ბევრ რამეში არ დაეთანხმო მას ან გქონეს პრეტენზიები "ნაციონალური მოძრაობის" მართვის პერიოდთან, მაგრამ რაც შეეხება ევროპასთან დაახლოებას, ყინულმჭრელის როლი შეასრულა, ცხადია, სწორედ მაშინდელმა ხელისუფლებამ და სააკაშილის წვლილიც ამაში არის ძალიან დიდი, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ზუსტად 9 საათში მოვლენების ეპიცენტრი ათონელის რეზიდენცია გახდება. პრეზიდენტი ზურაბიშვილი სასახლეში ყველა პოლიტიკურ ლიდერს ელოდება, თუმცა ზურაბიშვილი ევროპულ კამპანის "ოცნებამ" ბოიკოტი გამოუცხადა
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“