პრეზიდენტთან მივდივარ... ბევრი უცნაური ადამიანი იქნება და დავაკვირდები - იაგო ხვიჩია

13.12.23 14:17
პრეზიდენტთან მივდივარ... ბევრი უცნაური ადამიანი იქნება და დავაკვირდები - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პრეზიდენტის დაგეგმილ ღონისძიებაზე მივა. მისი თქმით, იქ ბევრი უცნაური ადამიანი იქნება და დააკვირდება. 

მიწვეული ვარ და შესაბამისად, ვსარგებლობ ამ შემთხვევით და მივდივარ. რა მოლოდინები მაქვს არ ვიცი. ვნახოთ, დავაკვირდეთ, ბევრი უცნაური ადამიანი იქნება. დაწყებული "გირჩით" ამთავრებული ენჯეოებით ყველა იქ არის და მეტი უცნაურობა რა გინდათ, როდესაც ასეთი კომპრომერატია, - ამბობს ხვიჩია. 

კითხვას, არის თუ არა ზურაბიშვილი "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი, როგორც ამას "ოცნება" ამტკიცებს, ხვიჩია ამბობს, რომ ის უფრო "ოცნების" პრეზიდენტია. 

მე "ქართუილ ოცნების" მგონია. მაგათმა აირჩიეს და ზედ გადაყვნენ არჩევნების დროს და ნაცმოძრაობას დააბრალო ის, რაც მათ გაუკეთებიათ... მათ თავიანთი ვაშაძეც ეყოფათ, ოღონდ გრიგოლზე ვამბობ ამ შემთხვევაში, - ამბობს ხვიჩია. 

ზუსტად 20:00 საათზე მოვლენების ეპიცენტრი ათონელის რეზიდენცია გახდება. პრეზიდენტი ზურაბიშვილი სასახლეში ყველა პოლიტიკურ ლიდერს ელოდება, თუმცა ზურაბიშვილი ევროპულ კამპანის "ოცნებამ" ბოიკოტი გამოუცხადა. 

მსგავსი სიახლეები