უსმენენ თუ არა სალომე ზურაბიშვილის უკანონოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებით?

13.12.23 15:30
უსმენენ თუ არა სალომე ზურაბიშვილის უკანონოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებით?

უსმენენ თუ არა სალომე ზურაბიშვილის უკანონოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებით? - ოპოზიცია არაფერს გამორიცხავს. ხელისუფლების ოპონენტები იხსენებენ ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ "მაღალია ალბათობა, რომ არჩევნებამდე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში". 

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ განაცხადს, რომ "თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება,  ყველაფერს განიხილავს", ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა "პირველებთან" ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, შესაძლო მოლაპარაკებებზე. 

ბოკუჩავას თქმით,  მნიშვნელოვანია, მცირე ელექტორალურმა წონის პარტიებმა ერთმანეთთან იპოვონ მისასვლელი გზები იმისთვის, რომ ოპოზიციურ ამომრჩეველთა ხმები არ გაიფლანგოს: 

უკანონო მოსმენები ძალიან აქტიურად იყენებს ამ ინსტრუმენტს ივანიშვილი საკუთარი ოპონენტების და საკუთარი გუნდის წევრების წინააღმდეგაც, ამიტომ შესაძლოა, რაღაც ინფორმაცია აქვთ.

მე ვერ გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია, რა წინასწარი მოლაპარაკება, შეთანხმება ან თუნდაც წინასწარი საუბრები შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ არ მოხდეს ფრაგმენტაცია. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", გამარჯვების კოალიციას აქვს დიდი ელექტორალური მხარდაჭერა, მაგრამ მცირე ელექტორალურმა წონის პარტიებმა მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთთან იპოვონ მისასვლელი გზები იმისთვის, რომ არ გაიფლანგოს ოპოზიციურ ამომრჩეველთა ხმები," - განაცხადა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები