რა საფუძველი გვაქვს არ ვენდოთ? - ოხანაშვილი პროკურატურის ვერსიას იმეორებს

19.06.21 15:10
რა საფუძველი გვაქვს არ ვენდოთ? - ოხანაშვილი პროკურატურის ვერსიას იმეორებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ პროკურატურის ვერსიას, ტვ პირველში გასულ სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სრულად ენდობა. ოხანაშვილი პროკურატურის მსგავსად ამტკიცებს, რომ ბერა ივანიშვილსა და მოქმედ პრემიერ ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბარი ფალსიფიცირებულია.მიუხედავად იმისა, რომ ამას თავად  ჩანაწერის ფიგურანტები არ ადასტურებენ,  მმართველი პარტიის დეპუტატს  საგამოძიებო უწყების ვერსიასთან დაკავშირებით შეკითხვები მას არ გააჩნია.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ამას განუხრელად იცავს სახელისუფლებო გუნდი. არავინ გაურბის არცერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემას. თუ ამის საჭიროება იქნება  და ამას კონკრეტული უწყება საჭიროდ ჩათვლის რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას არავინ გაექცევა. 

რა საფუძველი გვაქვს რომ არ ვენდოთ, რაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ არ არის საფუძვლიანი შეფასება. შეფასება არის ცალსახა პროკურატურის მხრიდან რომ ეს არის ფალსიფიცირებული, გაყალბებული, დამონტაჟებული. თუ ვინმეს რამე კითხვის ნიშანი უჩნდება და განსკაუთრებით თქვენს ტელევიზიას ითანამშრომლეთ კიდევ უფრო ინტენსიურად ან გაასაჯაროეთ ის ინფორმაცია, რომელიც თქვენ ხელთ არის. მე არ მაქვს უფლება არ ვენდო პროკურატურის გამოძიებას და იმ საკითხებს, რაზეც მათ ისაუბრეს", - ამბობს ანრი ოხანაშვილი.