ღარიბაშვილის და, დის ქმარი და ცოლის დაქალები - ვინ რა თანამდებობაზე დაასაქმა პრემიერმა (ვიდეო)

19.06.21 21:27
ღარიბაშვილის და, დის ქმარი და ცოლის დაქალები - ვინ რა თანამდებობაზე დაასაქმა პრემიერმა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარი ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრებს საჯარო უწყებებში მაღალ თანამდებობებზე  ნიშნავს. ამის შესახებ მტკიცებულებები ნოდარ მელაძის შაბათის ეთერმა მოიპოვა. ტვ პირველმა განმარტების გაკეთება ყველა მათგანს შესთავაზა, თუმცა ისინი კამერებს გაექცნენ და არ უპასუხეს კითხვას - რა დამსახურებით დაინიშნენ თანამდებობებზე.

პრემიერის და თეა ღარიბაშვილი  მუნიციპალური განვითარების ფონდშია დასაქმებული. ფონდის ხელშია ყველა მსხვილი პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.  მხოლოდ 2019 წელს ფონდმა 367 მილიონი ლარი დახარჯა. აღმოჩნდა, რომ თეა ღარიბაშვილი სამსახურში საერთოდ არ დადის. მუნიციპალური დასაქმების ფონდში მიზეზად პანდემია დაასახელეს.რა გამოცდილება ჰქონდა თეა ღარიბაშვილს საჯარო მოხელეობამდე ამ კითხვებს თავად პასუხი არ გასცა.

პრემიერის კიდევ ერთმა ნათესავმა, ღარიბაშვილის დის ქმარმა  ალექსანდრე  დოლიძემ  თანამდებობა გაზისა და ნავთობის სახელმწიფო კორპორაციაში მიიღო. სამსხაურში არც ის დადის, თუმცა სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილით გადაადგილდება.

პრემიერის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის და ნათია თამაზაშვილი შსს-ს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსია.
ნათია თამაზაშვილი ტვ პირველის კითხვაზე, როგორ დასაქმდა მაღალ თანამდებობაზე, პასუხობს, რომ თუ სწორად ახსოვ,ს ვაკანსიაზე CV გაგზავნა.

თანამდებობის გარეშე ღარიბაშვილს არც ცოლის დის ქმარი, ლევან სანამაშვილი დაუტოვებია. სანამაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსმაართლის თანაშემწეა. ტვ პირველს ინფორმირებული წყარო უყვება, რომ მას მოსამართლეობისთვისაც ამზადებენ.

ღარიბაშვილმა ნათესავების გარდა ცოლის დაქალების დასაქმებაზეც იზრუნა. ნუნუკა თამაზაშვილის ახლო მეგობარი ნათია უზუნაშვილი 112-ის თანამშრომელია. უზუნაშვილს ტვ პირველმა სახლში მიაკითხა, თუმცა მან კამერასთან საუბარი არ ისურვა.

 ღარიბაშვილმა  ახლო მეგობარ ოთარ დანელიას დასაქმებაზეც იზრუნა და მას  ეკონომიკის სამინისტროს ლიცენზირების სამსახური ჩააბარეს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები