"გილოცავ საქართველო" - ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა საქართველოს სტატუსის მიღებას ულოცავს
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ და საქართველოს ამ ისტორიულ თარიღს ულოცავენ.
საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამ ისტორიულ დღეს ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის", - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.
ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რომ საქართველოს კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს, ხოლო უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.