2 წელი 20 ივნისის მოვლენებიდან - პარლამენტთან აქცია გაიმართება

20.06.21 11:45
2 წელი 20 ივნისის მოვლენებიდან - პარლამენტთან აქცია გაიმართება

"არა ოკუპანტის ამნისტიას" - 20 ივნისის მოვლენებიდან 2 წლის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტები ისევ რუსთაველზე იკრიბებიან. აქცია 18:00 საათზე პარლამენტის წინ დაიწყება. აქციას სამოქალაქო მოძრაობის წევრები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდებიან.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, დაისაჯოს ყველა ის პირი, ვიცნ 20 ივნისს აქციის დარბეავში მონაწილეობდა. 20 ივნისს დაზარალებულები ამნისტიის კანონპროექტს ეწინააღმდეგეებიან, რომელიც ყველა პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

2 წლისთავზე ისევ ვიკრიბებით პარლამენტთან, ვაფიქისრებთ მტკიცე უარს ოკუპაციის დ აკოლაბორაციონიზმის მიმართ. უარს ვეუბნებით ამნისტიას, რომელიც არის მიმართული ოკუპანტების ამნისტირებისთვის, იმსითვის რომ ჩვენ, მშვიდობიან დემონსტრანტებსა და სადამსჯელო ოპერაციის მონაწილეებს შორის დაისვას ტოლობის ნიშანი, რაც ერთი ერთში ჯდება კრემლის მესიჯ ბოქსში", - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა ფარულავა.

ცნობისთვის, 20 ივნისის ამნისტიის კანონი, რომელიც  შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია. პარლამენტმა ამნისტიის შესახებ "ოცნების" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. 

 

მსგავსი სიახლეები