ჰესის მოწინააღმდეგეების უარი მთავრობას - პროტესტი გუმათში გრძელდება

20.06.21 17:13
ჰესის მოწინააღმდეგეების უარი მთავრობას -  პროტესტი გუმათში გრძელდება

რიონის მცველები და ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ. მთავრობის მიერ შეთავაზებულ 13  ლოკაციიდან ნამახვან ჰესის მოწინააღმდეგეებისთვის მისაღები  არცერთი არ აღმოჩნდა.მათი მოთხოვნაა, ისინი პირვანდელ ლოკაციას დაუბრუნდნენ, სადაც კარვებს გაშლიან, თუმცა ეს ადგილი ჰესის მშენებელი კომპანია "ენკას" საკუთრებაა. რიონის ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ლოკაციებზე ტელეფონიც არ იჭერს და მათთვის კარვის გაშლა მოუხერხებელია.

ვნახეთ დღეს უკვე გაკეთდა განცხადება კომპანიის მხრიდან რომ ეს მისი ტერიტორიაა და იქ შესვლის უფლებას არ მოგვცემს. ხელისუფლებამ შემოგვთავაზა ალტერნატიული ადგილები. შემოთავაზებული ლოკაციების საკადასტრო კოდები აცდენილია რეალურ მდებარეობას. მთის ფერდობები იყო და ისეთი სადაც ფიზიკურად ვერ დადგება ადამიანი, ზოგან არ იჭერდა ტელეფონები და ესეც პრობლემაა", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

 

მსგავსი სიახლეები