საპარლამენტო უმრავლესობის მსვლელობა პარლამენტიდან დაიწყო
საპარლამენტო უმრავლესობის მსვლელობა პარლამენტიდან დაიწყო. "ქართული ოცნებისა" და "ხალხის ძალის" დეპუტატები თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მიდიან.
დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნის ისტორიული გადაწყვეტილება და არჩევანი ევროპის ოჯახის შემადგენლობაში ყოფნის სრულდება, სრულდება ჩვენი ხალხის, ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი ხალხის ურყევი ნების და ყოველდღიური რუტინული შრომის ფასად,“ - ამბობს მათიკაშვილი.
მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს - პირველ რიგში, სტაბილურობა, იმიტომ, რომ მოკავშირეების ბანაკი გაძლიერდა და ჩვენც ამ მოკავშირეებშიც ძლიერი პოზიცია გვქონდა, მაგრამ ეს ახლა პოლიტიკურად ახალ სიმაღლეზე ავიდა. მეორე არის ნდობა საქართველოს მიმართ, მათ შორის ბიზნესმენების, ინვესტორების და რაც მთავარია, მესამე, არის ის, რომ პერსპექტივაა, განსაკუთრებით მომავალი თაობისთვის. არის საკითხები, რომელზეც უნდა გაგრძელდეს მუშაობა 9-ვე რეკომენდაციასთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული წინსვლაა, თუნდაც მართლმსაჯულება ავიღოთ, მსოფლიო ბანკის შეფასებით, ჩვენ რეგიონშიც პირველი ადგილი გვაქვს და ბევრ ევროკავშირის ქვეყანას ვუსწრებთ,“ - ამბობს ვოლსკი.
სახალხო ზეიმი თავისუფლების მოედანზე 5 საათზე დაიწყება და იქნება სიტყვით მიმართვებიც. თუმა უკვე ცნობილია, რომ გამომსვლელთა შორის არ იქნება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე მზაობა გამოხატა, რომ პრემიერის თანხმობის შემთხვევაში, ის შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავდა, თუმცა დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, რომ პრეზიდენტის ადგილი თავისუფლების მოედანზე არ არის.