ხელისუფლებას არ უნდა ეპატიოს 20 ივნისი - ზურა ჯაფარიძე

20.06.21 20:07
ხელისუფლებას არ უნდა ეპატიოს 20 ივნისი - ზურა ჯაფარიძე

20 ივნისის სისხლიანი ღამის მოვლენებზე ოპოზიცია  მთავრობის პასუხისმგებლობას მოითხოვს. "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, ფიქრობს, რომ 20 ივნისი სიმბოლური და საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია.

ბოლო წლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია 20 ივნისი, სიმბოლური თარიღია. უნდა გვახსოვდეს ყოველ ჯერზე, რომ ის, რაც ხელისუფლებამ დამართა თავის მოქალაქეებს, ამის უფლება არ აქვს არც ერთ ხელისუფლებას ,ეს არ უნდა ეპატიოს არავის. არ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მთავრობას შეიძლება, უფლება ჰქონდეს, რომ თავის მოქალაქეებს ტყვიები დაუშინოს და თვალები დათხაროს", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო აქტივისტებისა და 20 ივნისს დაზარალებული მოქალაქეების აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. აქციას პოლიტიკოსებიც ესწრებიან. 

მსგავსი სიახლეები