პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს ცესკო-ს თავმჯდომარეს მოუსმენენ

21.06.21 10:19
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს ცესკო-ს თავმჯდომარეს მოუსმენენ

დღეს 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია, უპასუხებს.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პროკურატურის წარმომადგენლებიც იქნებიან. 

ამ ეტაპისთვის პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 20 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალა.  ოთხი საარჩევნო უბნის კომისიის წევრები და ოლქის თავმჯდომარე პარლამენტში დაიბარა და კომისიის სხდომაზე გამოჰკითხა.

 

მსგავსი სიახლეები