"ლელოს" დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა

21.06.21 11:34
"ლელოს" დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია, ვაშინგტონში გაემგზავრნენ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, “ლელოს” დელეგაცია ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს, მათ შორის აშშ-ის კონგრესში, სენატსა და სახელმწიფო დეპარტამენტში.

მამუკა ხაზარაძის პარტიის წევრები ვაშინგტონში მიშელის ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმების აღსრულებაზე, რეგიონში არსებულ გეოპოლოტიკურ ვითარებასა და გამოწვევევზე ისაუბრებენ.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ჩემი მხრიდან მართლმსაჯულების და სასამართლო სისტემის რეფორმაზე", - თქვა გამგზავრების წინ სამადაშვილმა.