ახალისებს ჰომოფობიასა და სიძულვილს - NGO-ები პრაიდზე "ოცნების" წევრების განცხადებებს გმობენ

21.06.21 10:53
ახალისებს ჰომოფობიასა და სიძულვილს - NGO-ები პრაიდზე "ოცნების" წევრების განცხადებებს გმობენ

სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" "კოალიცია თანასწორობისთვის" და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციები, პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი გუნდის დეპუტატის, დავით სერგეენკოს, განცხადებებს ეხმაურებიან და გმობენ.

არასამთავრობოები მიუთითებენ, რომ დეპუტატების  განცხადებები ჰომოფობიური და დისკრიმინაციის წამახალისებელია, რაც ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

სტანდარტების საწინააღმდეგოდ, ირაკლი კობახიძისა და დავით სერგეენკოს განცხადებები არათუ ხელს არ უწყობს ლგბტ+ თემის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების დამკვიდრებას, არამედ, პირიქით, ახალისებს ჰომოფობიას და სიძულვილს. მათი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების ნათქვამი, კიდევ უფრო აგულიანებს ჰომოფობიურ ჯგუფებს, ვინაიდან პოტენციური თავდასხმის გამო პასუხისმგებლობას აკისრებს ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორებს და არა აგრესიულად განწყობილ ჯგუფებს მაშინ, როდესაც სწორედ ამ უკანასკნელთა მხრიდან ხორციელდებოდა და ხორციელდება მუქარა და ძალადობრივი ქმედებები", - წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ:

არ გაავრცელონ ჰომოფობიური და სიძულვილის წამახალისებელი განცხადებები;
გააკეთონ თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები და ცხადად წარმოაჩინონ, რომ ჰომოფობიური ძალადობა არ დარჩება პასუხგაუცემელი სახელმწიფოს მხრიდან;
უზრუნველჰყონ ,,ღირსების მარშის" უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება.


განცხადებას ხელს აწერენ: 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
უფლებები საქართველო (Rights Georgia)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI Georgia)
თანასწორობის მოძრაობა
ადამიანის უფლებათა ცენტი (HRC)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
საფარი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
სხვა ხელმომწერი ორგანიზაციები:
სოლიდარობის თემი
მსოფლიო ექიმები საფრანგეთი (MDM)
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -  GCRT
მანდალა
ქალები საერთო მომვლისთვის (WECF) საქართველო
ქალები საქართველოდან
ქალთა მოძრაობა
მოძრაობა სირცხვილია
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
პარტიზანული მებაღეობა თბილისში
აკესო

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ პრაიდის კვირეული არ უნდა ჩატარდეს

მსგავსი სიახლეები