რუსულ ბაზარზე ნაყიდი თბილისის მეტროს ნაწილები - ოპოზიცია კალაძეს ტყუილში ამხელს
რუსულ ბაზარზე ნაყიდი თბილისის მეტროს ნაწილები და რუსული სანქცირებული კომპანიისთვის გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტის ფული - ოპოზიცია დედაქალაქის მერიას აკრიტიკებს. ენმ-ს წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, კახა კალაძე იტყუება, როდესაც ამბობს, რომ კომპანიის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია არა ჰქონდა. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ყველა მოთხვნილ წარმოშობის სერთიფიკატში ჩანს.
უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც ვნახეთ, რომ ხალხის ფული ბიუჯეტიდან მიედინება რუსეთში, მათ შორის, მიედინება სანქცირებულ რუსულ კომპანიებში. კახი კალაძე და მერია პირდაპირ ტყუის, როდესაც იძახიან, რომ თიტქოს არ იციან, რომ ნაწილები შემოჰქონდა რუსეთიდან, სანქცირებული კომპანიიდან, რადგან ყველა ტენდერში ჩანს და მოთხოვნილია წარმოშობის სერტიფიკატები. შესაბამისად, მათ წინასწრა იცოდნენ, რომ შემოვიდოდა რუსული სანქცირბეული კომპანიისგან ეს ნაწილები. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, თუ როგორ ღიად და დაუფარავად თანამშრომლობს რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მთავრობა რუსეთთან და რუსულ სანქცირბეულ კომპანიებთან, - ამბობს ნადირაძე.
ამავე აზრს იზიარებს "ევროპული საქარტელოს" წევრი ბესიკ დონაძეც.
კალაძე და მისი მოადგილე ბასილაია იტყუებიან და მანიპულირებენ, როდესაც იძახიან, რომ მათ არ იცონენ რამის შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ ტენდერის მიმინარეობის პროცესში და ტენერის დასრულებისას, როდესაც შერჩევა-შეფასების ეტაპი მიმინარეობს, ეს აამიანები დოკუმენტაციას ეცნობიან და გაცნობის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას. ასე რომ, მათთვის ეს ყველაფერი იყო ცნობილი და ბასილაია იტყუება, რომ მან არ იცოდა, რომ რუსული კომპანიებისგან ყიდულობენ ამ პროდუქციას, - ამბობს ბესიკ დონაძე.
თბილისის მეტროს სათადარიგო ნაწილები და ლიანდაგის საშენი მასალები ეედაქალაქის მერიამ პუტინის მეგობარი ოლიგარქის, შტატების მიერ სანქცირებული ალექსეი მორდაშოვის კომპანიისგან იყიდა. მტკიცებულებები "ნოდარ მელაძის შაბათმა" მოიპოვა.