ე მანდ, არ ვერევი თეატრების საქმიანობაში - წულუკიანი

21.06.21 12:40
ე მანდ, არ ვერევი თეატრების საქმიანობაში - წულუკიანი

რუსთაველის თეატრის რუსეთში წასვლას კულტურის მინისტრი არ აფასებს.  თეა წულუკიანის თქმით, სამინისტროში ცენზურა არ არსებობს და ყველა თეატრი და სამხატვრო ხელმძღვანელი თავისუფლად წყვეტს, რომელ ქვეყანაში წავიდეს.

იყვნენ ტელევიზიები ფლაგმანები, როცა მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, ხელს მიქნევდნენ, ე მანდ არ ჩაერიო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო, გეტყვით, რომ ე მანდ არ ვერევი თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს, ამას ქვია შემოქმედებითი თავისუფლება, რომელ საერთაშორისო ფესტივალში წავიდეს გასტროლით", - განაცხადა მინისტრმა.

რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გამგზავრების შესახებ 2 დღის წინ რუსული მედიის საშუალებით გახდა ცნობილი. თეატრის სამხატვრო ხელმზღვანელმა რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ დასი  ჩეხოვის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. სპექტაკლები 30 ივნისს, 1 და 2 ივლისს გაიმართება.