ღარიბაშვილი ნიშნავს ანტიკორუფციულის ხელმძღვანელს უსამართლო წესით, სწორედ ამაზე პასუხი ჩამოუვიდათ ვენეციის კომისიიდან - კუპრაძე
"ლელოს" გენერალური მდივნის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი ანტიკორუფციულის ხელმძღვანელს უსამართლო წესით ნიშნავს და სწორედ ამაზე ჩამოუვიდან პასუხი ვენეციის კომისიიდან.
კუპრაძის თქმით, თავის დროზე სწორედ მსგავსი ფაქტების გამო გადააყენეს ღარიბაშვილი პრემიერობიდან.
ღარიბაშვილი ერთხელ უკვე გადააყენეს პრემიერობიდან სწორედ ამ ბრალდებით, რომ მისმა ნათესავებმა წალეკეს საჯარო უწყებები და სახელმწიფო ტენდერები. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ნიშნავს ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელს და გაუგონარი არაარსებითი, უსამართლო წესით აკონმპლექტებენ შესაბამის კომისიებს, რაც არის წარმოუდგენელი სისულელე და ამაზე პასუხი ჩამოუვიდათ სწორედ ვენეციის კომისიიდან", - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული საბჭო ვენეციის კომისიამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. საერთაშორისო სამართლის ექსპერტების სკანდალური დასკვნა ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ანტიკორუფციული საბჭო უფუნქციოა, საბჭოს წევრები კი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, რაც მათ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.