ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს – ირაკლი კობახიძე

21.06.21 13:54
ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს – ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებით, ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს, რადგან რასაც თამარ ჟვანიას და მთელ საარჩევნო ადმინისტრაციას აბრალებდნენ, ვერ დაამტკიცეს.

კობახიძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შენიშვნები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. ასევე, საარჩევნო რეფორმა უამრავი მიმართულებით ფუნდამენტურ ცვლილებებს ითვალისწინებს.

დოკუმენტში იყო რაღაცები, რაც ჩვენ არ მოგვეწონა, რაღაცები ოპოზიციას არ მოეწონა, თუმცა მთელი რიგი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება. საბოლოო ჯამში, რეკომენდაციების გათვალისწინება-არგათვალისწინება რეფორმის არსს არ ცვლის. საარჩევნო რეფორმა არის ფუნდამენტური და ითვალისწინებს ფუნდამენტურ ცვლილებებს უამრავი მიმართულებით.

ჩვენი პოზიცია მარტივია – ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს, რასაც თამარ ჟვანიას და მთელ საარჩევნო ადმინისტრაციას აბრალებდნენ, ვერ დაამტკიცეს, ბუნებრივია, ასეთ დროს ბოდიში უნდა მოიხადო, თუ ღირსება გაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები