"ენმ - ძალა ერთობაშია" პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

21.06.21 14:04
"ენმ - ძალა ერთობაშია" პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" ქვეყანაში სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს და პარლამენტს კლანური მმართველობის შესწავლისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს.

ფრაქციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სასამართლოებში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა და "ქართული ოცნება" შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილ პირობებს არღვევს. გარდა ამისაა, ხატია დეკანოიძის თქმით, კლანური მმართველობა პირდაპირ კავშირშია იმ პრობლემასთან, რომ ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიციები აღარ შემოდის.

მთელი ცივილიზებული სამყარო, ისევე როგორც საქართველოს საზოგადოება, უმძიმეს შეფასებას აძლევს საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას. ამერიკის სენატის უმაღლესი ტრიბუნიდან, ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან ხაზგასმულია, რომ საქართველოში მოქმედებს და თავხედურად პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეწევა კლანი, და ეს კლანი ძირს უთხრის არა მარტო საქართველოს მართლმსაჯულებას, არამედ ეს კლანი მოქმედებს უარყოფითად საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე. ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ საქართველოში არ შემოდის ინვესტიციები, თავისუფალ ბიზნესს არა აქვს თავისუფალი სასამართლოს იმედი და ადამიანებს დაკარგული აქვთ ყველანაირი იმედი, რომელმაც უნდა დაიცვას მათი უფლებები. 

საქართველოში არსებული კლანური სასამართლო სისტემა მიწებებულია ხელისუფლებასთან და კომფორტულად გრძნობს თავს.

სასამართლო სისტემა არა მხოლოდ კრიტიკას ვერ უძლებს, არამედ საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება, როცა ,,ოცნება" არღვევს იმ შეთანხმებას, რომელსაც თვითონ მოაწერა ხელი - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

,,ნაცმოძრაობა" მოუწოდებს ოპოზიციონერ კოლეგებს, მხარი დაუჭირონ საგამოძიებო კომისიის შექმნას.

 

მსგავსი სიახლეები