"ოცნებას" რომ უნდოდეს ევროკავშირის მოთხოვნების რეალურად შესრულება, "ლელოს" საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავდა - სამადაშვილი

20.12.23 13:56
"ოცნებას" რომ უნდოდეს ევროკავშირის მოთხოვნების  რეალურად შესრულება, "ლელოს" საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავდა - სამადაშვილი

ჩვენ ის კი არ გვთხოვეს, რომ რაიმე ბუტაფორიული წარმონაქმნი შეიქმნას, სადაც  ყველაზე კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი თავად დანიშნავს მის წინაშე ანგარიშვალდებულ პირს. ჩვენ გვთხოვეს, რომ ქვეყანას ჰქონდეს დამოუკიდებელი, ანტიკორუფციული ბიურო - ასე ეხმარება "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მმართველ გუნდს რომ უნდოდეს რეალურად ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, "ლელოს" საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავდა. 

მმართველ გუნდს რომ უნდოდეს რეალურად ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავდა. "ქართული ოცნება" დაკავებულია საერთოდ ე.წ. ფორმალისტური შესრულებით ევროკავშირის მოთხოვნების. ანუ, ისინი ვითომ ასრულებენ რაიმე მოთხოვნას და რეალურად, შინაარსობრივად სრულიად გამოფიტულია მათი ყველა ინიციატივა. ჩვენ ის კი არ გვთხოვეს, რომ რაიმე ბუტაფორიული წარმონაქმნი შეიქმნას, სადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი თავად დანიშნავს მის წინაშე ანგარიშვალდებულ პირს. ჩვენ გვთხოვეს, რომ ქვეყანას ჰქონდეს ძლიერი, დამოუკიდებელი, ანტიკორუფციული ბიურო", - აღნიშნა სამადაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული საბჭო ვენეციის კომისიამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. საერთაშორისო სამართლის ექსპერტების სკანდალური დასკვნა გუშინ გასაჯაროვდა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ "ქართული ოცნების" მიერ შექმნილი ანტიკორუფციული საბჭო უფუნქციოა, საბჭოს წევრები კი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, რაც მათ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.