მოხარული ვიქნები, თუ ნიკა გვარამია ჩვენს გვერდზე იქნება - სოფო ჯაფარიძე ერთობის კომიტეტზე
იქნება თუ არა ნიკა გვარმიას მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ ერთობის კომიტეტში? - მესამე პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის თქმით, კონკრეტულ გვარებზე და თავმჯდომარეზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა საკრებულოს წევრი იქვე აღნიშნავს, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მოხარული იქნება, თუ მათ გვერდზე დადგება.
ამასთან, სოფო ჯაფარიძე თავს იკავებს კონკრეტიკისგან, კიდევ ვინ იქნება აღნიშნულ კომიტეტში და ამბობს, რომ საკითხზე ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ გვისაუბრია. მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ, ვნახოთ რა იქნება, ვინ იქნება თავმჯდომარე, საერთოდ ეყოლება თუ არა ამ ჯგუფს თავმჯდომარე. ჯერ კიდევ ეს ყველაფერი მოლაპარაკებების ეტაპზეა. სახელებზე და გვარებზე მე ვერ ვისაუბრებ. არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, ნიკა გვარამია არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის და რასაკვირველია, ძალიან მოხარული ვიქნები თუ ის ჩვენს გვერდზე იქნება, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
მიხეილ სააკაშვილი ერთობის კომიტეტის შექმნას აანონსებს. ოპოზიციას მესამე პრეზიდენტმა შეთავაზება 7 ნოემბრის საქეზე, დისტანციურად ჩართვისას შესთავაზა.
რაც დანამდვილებით ვიცით, პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტი 20-25 კაცისგან უნდა შედგებოდეს და მასში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი, "სტარატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი - გიორგი ვაშაძე და სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე.