ნიკა გვარამიასნაირი ადამიანებისთვის ენმ-ს კარი ყოველთვის ღია იქნება - ლევან ხაბეიშვილი

20.12.23 15:11
ნიკა გვარამიასნაირი ადამიანებისთვის ენმ-ს კარი ყოველთვის ღია იქნება - ლევან ხაბეიშვილი

ვინ იქნება სააკაშვილის მიერ დაანონსებულ ერთობის კომიტეტში? - ენმ-ს თავმჯდომარე კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე ვერ საუბრობს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება ყველამ თავად უნდა მიიღოს. ოპოზიციის წევრი ნიკა გვარამიას შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ მისთვის ენმ-ს კარი ყოველთვის ღიაა. 

რაც შეეხება კობა ნაყოფიას, ხაბეიშვილის თქმით, ნაყოფია ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერია და მას ივანიშვბილთან საბრძოლევლად დამატებითი ფუნქცია არ სჭირდება. 

ეს კომიტეტიც, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიქმნება, წარმოუდგენელია სხვანაირად, მაქსიმალური ჩართულობა რომ იყოს რუსული ოცნების წინააღმდეგ ქართველი ხალხის გამარჯვების გზაზე. ჩემი თხოვნაა, რომ კონკრეტულ სახელებსა და გვარებამდე ნუ დავიყვანთ ამას. ნიკა გვარამიასნაირი ადამიანებისთვის ენმ-ში ყოველთვის იქნება კარი ღია და არა მარტო კომიტეტში, პირობითად ვამბობს, კონკრეტული ადამიანები, უბრალოდ, თავად იღებენ გადაწყვეტილებებს, როგორი პოლიტიკური და საჯარო ცხოვრება უნდათ. რაც შეეხება კობა ნაყოფიას, ის არის ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი და მას დამატებითი ფუნქცია ბიძინა ივანიშვილთან საბრძოლველად, ეჭვი მაქვს, რომ არ სჭირდება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, პოლიტიკა არის საჯარო, შეთავაზება არის საჯარო, გამოპასუხებაც იქნება საჯარო, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ერთობის კომიტეტის შექმნას აანონსებს. ოპოზიციას მესამე პრეზიდენტმა შეთავაზება 7 ნოემბრის საქეზე, დისტანციურად ჩართვისას შესთავაზა. 

მისი თქმით, პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტი 20-25 კაცისგან უნდა შედგებოდეს და მასში  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი, "სტარატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი - გიორგი ვაშაძე და სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე.