კობა ნაყოფია ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილს აუცილებლად შეიტანს - გიორგი ვაშაძე

20.12.23 15:16
კობა ნაყოფია ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილს აუცილებლად შეიტანს - გიორგი ვაშაძე

იქნება თუ არა კობა ნაყოფია სააკაშვილის დაანონსებულ ერთობაში - "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ნაყოფია ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილს აუცილებლად შეიტანს. ამასთან, ოპოზიციის წევრი ვერ ასახელებს კიდევ ვინ იქნება ერთობის კომიტეტში და ამბობს, რომ კონკრეტულ პიროვნებებზე საუბარი არ ჯერ აყოფილა. 

კობა ნაყოფია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია და რავიცი, გააგრძელებს ბრძოლას და თავის როლს შეიტანს გამარჯვებაში. პირდაპირ გეტყვით, სახელებსა და გვარებზე არ გვისაუბრია. ასე ვფიქრობთ, რომ სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა საზოგადოებისთვის მისაღები, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პირები უნდა იყვნენ აქ, - ამბობს გირგი ვაშაძე. 

მიხეილ სააკაშვილი ერთობის კომიტეტის შექმნას აანონსებს. ოპოზიციას მესამე პრეზიდენტმა შეთავაზება 7 ნოემბრის საქეზე, დისტანციურად ჩართვისას შესთავაზა. 

მისი თქმით, პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტი 20-25 კაცისგან უნდა შედგებოდეს და მასში  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი, "სტარატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი - გიორგი ვაშაძე და სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე.