"ჯიგარი ჯანზეა და პოლიტიკაზე ფიქრობს" - ზარქუა მიხეილ სააკაშვილზე

20.12.23 15:20
"ჯიგარი ჯანზეა და პოლიტიკაზე ფიქრობს" - ზარქუა მიხეილ სააკაშვილზე

"ჯიგარი ჯანზეა, პოლიტიკაზე ფიქრობს", - ასე ეხმაინება "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც ერთობის კომიტეტის შექმნა დაანონსა. 

მიხარია, რომ ჯანზეა და ფიქრობს "სუპერპაკზე" და მიმართავს ამ ხელმოცარულებს, რომ გაერთიანდნენ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჯიგარი ჯანზეა და მადლობა ვივამედს. ეტყობა გამოაჯანმრთელეს, პოლიტიკაზე ფიქრობს,- ამბობს ზარქუა. 

მიხეილ სააკაშვილი ერთობის კომიტეტის შექმნას აანონსებს. ოპოზიციას მესამე პრეზიდენტმა შეთავაზება 7 ნოემბრის საქეზე, დისტანციურად ჩართვისას შესთავაზა

მისი თქმით, პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტი 20-25 კაცისგან უნდა შედგებოდეს და მასში  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, პარტიის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი, "სტარატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელი - გიორგი ვაშაძე და სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე.